17 ივლისს,სსიპ " აჭარის მუზეუმმა", სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი,მასტერკლასები აჭარის მუნიციპალიტეტებში
" მუზეუმი ჩემს კარმიდამოში " დაიწყო.
აღნიშნული მასტერკლასების ფარგლებში,სსიპ აჭარის მუზეუმის თანამშრომლები და სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეული ეთნოლოგები ურჩევენ მუნიციპალიტეტების სოფლის მოსახლეობას როგორ მოაწყონ ეთნოგრაფიული კუთხეები თავიანთ ეზოებში და როგორ შესთავაზონ იგი, როგორც ტურისტული პროდუქტი სტუმრებს.